პუტინმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას „დემილიტარიზაციის” პროცესის ნაწილი უწოდა

უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი თავდასხმის შემდეგ, ს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „იძულებული” იყვნენ პასუხი გაეცათ რუსეთის ენერგოობიექტებზე ბოლოდროინდელი დარტყმებისთვის.
11 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ს, ლვოვისა და ოდესის ოლქებში. მათ შორის სრულად გაანადგურეს კიევის ოლქში მდებარე ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა თითქმის სამ მილიონ ადამიანს. ენერგოობიექტებზე ინტენსიური დარტყმები იყო წინა დღეებშიც.
11 აპრილს ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, ზამთარში უკრაინის ენერგოობიექტებს არ უტევდნენ, მაგრამ რუსეთის ენერგოობიექტებზე „დარტყმების სერიის“ შემდეგ „იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ“.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-მდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
11 აპრილს, ლუკაშენკასთან შეხვედრისას პუტინმა ისიც თქვა, რომ უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა „დემილიტარიზაციის” პროცესის ნაწილია და ამით „პირდაპირ გავლენას“ ახდენენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე.
რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, თავდასხმებს ზამთარშიც განაგრძობდა და ს უმწვავესი ენერგოკრიზისი შეუქმნა.
11 აპრილს, უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.

ასევე დაგაინტერესებთ