პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამაშველო ოპერაცია ახლახან დასრულდა“, – განაცხადა ბელუჯისტანის პროვინციის მაღაროების მთავარმა ინსპექტორმა, აბდულ რაშიდმა.
რაშიდის ცნობით, აფეთქების დროს მაღაროში 20 მაღაროელი იმყოფებოდა, საიდანაც 8 მათგანის გადარჩენა სამაშველო სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
ს პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ