პაკისტანში სამხედრო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა

პაკისტანში სამხედრო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ს შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანით სამხედრო პუნქტს შეეჯახნენ, შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, რამაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც 5 სამხედრო დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ვაზირისტანში მდებარე სამხედრო პუნქტზე თავდასხმა ექვსმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.
პაკისტანის არმიას ავღანეთის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება არ დაუსახელებია.

ასევე დაგაინტერესებთ