“ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს” – ელისაშვილი

დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში კულტურის მინისტრი მისი რეპრესიული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და თქვა:
თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. არქეოლოგების დარბევა ასე მაუზერით და ნაგანით, მწერალთა სახლის დარბევა და სხვა, არ შეიძლება და იმიტომაცაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს პრობლემებს უქმნით და ქვეყანასაც. ორი დღეა ამაზე მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტის რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ეს. რაც მართალია მართალია, სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ და მოგიწევთ ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა. არჩევნები გველის წინ. სინამდვილეში ჩვენც კაი დალეწილები ვართ აქეთ. დარეტიანებულები დავდივართ. ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს-თქო, მთლად ასე ვერ გამოვა“.

ასევე დაგაინტერესებთ