ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მეტრო „უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტრო „უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში კაცი ჩავარდა. საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა ამ მიზეზითაა შეფერხებული. მეორე ხაზი მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კაცს ხელი კრეს. შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. რადიო თავისუფლება ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს.
დაჩი დიდიძე, რომელიც მომხდარს შეესწრო, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავა.
„მატარებლის გამოჩენისას ხელი კრა. არ ვიცით იცნობდა თუ არა, საშინელებას შევესწარით, კაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს“, - ამბობს დიდიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.