არქივი26 დეკემბერი, 2024, 21:15
მედია: თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო

“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა, რომელსაც ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისი, აფრენა ვერ შეძლო.
მგზავრებისთვის უცნობია, რა გახდა შეფერხების მიზეზი. ერთ-ერთი მგზავრის ცნობით, ბორტზე მყოფ ხალხს ტერიტორიის დატოვება ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვეს.
თვითმფრინავმა თითქოს აფრენა დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა. ხალხს ახსნის გარეშე მოსთხოვეს ბორტის დატოვება. ახლა ყველა ტერმინალში ველოდებით რეისის შესრულებას,” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.