მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მშვილდოსნობაში, ახალგაზრდებს შორის 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი ჩატარდა „კლასიკური მშვილდის“ კაცების და ქალების კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 21 წლამდე ასაკის მშვილდოსნები.
„გოგონების და ბიჭების კატეგორიაში ფინალისტებს შორის, გათამაშდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი, რომლის მფლობელი გახდა ვაკო შაქარაშვილი და გადაეცა ფულადი ჯილდო 2000 ლარი.
ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.