მარია ზახაროვა: დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს – იცით, რა მაოცებს?

დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სომხეთმა საკუთარი სუვერენიტეტი დაკარგოს, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ განაცხადა.

„ეს არის ის, რაც დასავლეთს სომხეთისგან სურს – საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვა. მათ ასეთი ექსპერიმენტები ბევრ სახელმწიფოსთან ჩაატარეს, რომლებიც თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ამჟამად ავითარებენ. ისინი ბევრ დაპირებებს იძლევიან. სერბეთს ბევრს დაჰპირდნენ. ევროკავშირი, უფრო ზუსტად კი ვაშინგტონი ყველაფერს დაჰპირდა – ინვესტიციებს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, თუმცა მათი დაპირება არ შესრულებულა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ მას ის უკვირს, თუ რატომ ადარებს თავს სომხეთი ევროკავშირს, როცა სომხური ცივილიზაცია ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა.

„იცით, რა მაოცებს? რატომ აკნინებენ ს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ძალიან სომხეთს? რატომ ადარებენ ძველ სომხურ ცივილიზაციას მის კულტურას, ისტორიას და სახელმწიფოებრიობას, რომელიც ევროპულამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ევროკავშირს, რომელიც ახლა ჩიხშია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ