მამუკა გამყრელიძე – უკრაინის დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში – სისტემის წინააღმდეგ ვერც ტრამპი წავა

უკრაინისთვის დახმარება სგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მამუკა გამყრელიძემ -ის არჩევნებზე ისაუბრა, მისი განცხადებით, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უფრო მეტად დაუპირისპირდეს ვლადიმერ პუტინს, ვიდრე დღეს უპირისპირდება.
„აბსოლუტურად არ ვთვლი სწორად, ტრამპი რომ მოვიდეს თეთრ სახლში, ის შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, იმიტომ, რომ თუ ისტორიას გადავხედავთ, სწორედ ტრამპი ეხმარებოდა ს და რუსული ძალების პირველი შეჩერება რომ მოხდა, ეს მოხდა ამერიკული იარაღებით, რომელიც ტრამპმა გადასცა უკრაინას და რომელსაც თავის დროზე არ აძლევდა ობამა.
აქ ლაპარაკი რაზეა იცით? – სისტემის წინააღმდეგ ვერც ტრამპი წავა და ვერავინ. ახლა რაც ხდება ამერიკაში, ეს არის სისტემის პრობლემა, შიგნით პარტიებს შორის ჭიდაობა, მაგრამ ჩემი აზრით, დახმარება ტრამპისგანაც იქნება და ნებისმიერ შემთხვევაში ყველასგან იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს თეთრ სახლში.
ტრამპი შეიძლება უფრო დაუპირისპირდეს პუტინს, ვიდრე ბაიდენი. გაიხსენეთ, რომ ყველაზე მეტი სანქცია სწორედ ტრამპმა დაუწესა პუტინს. გაიხსენეთ ის, რომ ჩინეთში მაქსიმალურად შეუზღუდა სავაჭრო პირობები. გაიხსენეთ, რა დღეში ჩააგდო ირანი”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ