ლევან ხაბეიშვილი – რუსული კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას

ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, წელს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს კანონი მმართველ პარტიას არ მიაღებინონ და ხელისუფლება შეცვალონ, „რომელიც ამას ვეღარასდროს და აღარასდროს გააკეთებს“.
„ორი პრინციპულად მნიშვნელოვანი არგუმენტი, პირველი – ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი და ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ყოფნა. მეორე – ამ კანონთან დაკავშირებით, ცალსახა პოზიცია აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ევროპელ კოლეგებს. არანაირი განსხვავებული პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით, არ არსებობს. ცივილიზებულ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის ს პარტია და ხელისუფლება, რომელსაც მოსწონს ეს კანონპროექტი და კიდევ მოიძებნება მსოფლიოში, ეს არის ს ხელისუფლება. სხვა ამ კანონთან დაკავშირებით მოკავშირე მომწონებელი არ არსებობს ბუნებაში, შესაბამისად ეს არის რუსული კანონი და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე განმარტებით, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ აღნიშნული კანონი სხვა ქვეყნებშიცაა, იტყუება.
„ხელისუფლება რასაც ამბობს, რომ ეს კანონი სხვაგანაც არის, ტყუილია, მოგონილია. ჟურნალისტებს ინფორმაცია უნდა გქონდეთ, კონკრეტულ ქვეყნებს, რომელსაც ასახელებენ, ს ტიპის ქვეყნები და სახელმწიფოებია, ვისგანაც მსოფლიო თავს იცავს. მსოფლიო და მათ შორის, ევროკავშირი გერმანიისგან, ჩეხეთისგან, ჰოლანდიისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან არ იცავს თავს. ეს არის თვისობრივად დიდი ტყუილი, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება კადრულობს. თუმცა, ის, რომ ისინი მატყუარები არიან, არავის უკვირს. როგორ შეიძლება დავუჯეროთ ადამიანს, რომელმაც ერთი წლის წინ თქვა, რომ ამ კანონს არასდროს შემოვიტანთო, მაგრამ მაინც აკეთებენ. ეს ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ