არქივი15 აპრილი, 2025, 11:37
კურსკის ოლქზე დრონებით იერიშები განხორციელდა – გაჩნდა ხანძრები

რუსეთის კურსკზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. ინფრომაციას კურსკის ოლქის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. იერიშების შედეგად 85 წლის ქალი გარდაიცვალა, დაშავებულია 9 ადამიანი.
დრონის დარტყმის შედეგად კიდევ სამი კერძო სახლი დაზიანდა. ერთ-ერთი დარტყმა სასწრაფო დახმარების ავტოფარეხზე განხორციელდა, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა – იტყობინება ოპერატიული შტაბი.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.