კობახიძის თქმით, უმაღლესი ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები უსმენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამას. სხდომის წამყვანი არის თინა ბოკუჩავა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოსა” და „საქართველოსთვის” წევრები.
მ სიტყვით გამოსვლისას უმაღლეს ეროვნულ ამოცანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაასახელა. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად იზრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების დაცვაზე.
„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა არის, ბუნებრივია, ჩვენი არა მარტო სამთავრობო პრიორიტეტი, არამედ უმაღლესი ეროვნული ამოცანა.
პარალელურად გაგრძელდება, ბუნებრივია, არაღიარების პოლიტიკის წარმატებით წარმოება. ამ მხრივ ჩვენი მთავრობის საქმიანობა წარმატებული იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მომავალში და აქტიურად ვიზრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება”, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, ამჟამად პარლამენტის წინაშე წარადგინა 10-თვიანი გეგმა, რომელშიც საუბარია დაწყებული ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე.
„ამის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენი საარჩევნო პროგრამის საფუძველზე წარმოგიდგენთ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ასახული იქნება სამთავრობო ინიციატივები”, – დაამატა მ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან კობიაშვილი – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ფეხბურთელებზე – ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება