არქივი16 თებერვალი, 2026, 20:47
კობახიძე მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე: მგრძნობიარე თემაა, კონკრეტიკაში ვერ შევალ

"მგრძნობიარე თემაა, კონკრეტიკაში ვერ შევალ. უფრო სწორად, უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა. მას ჰქონდა მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან. დანარჩენი, ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას" - ამბობს კობახიძე მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.