“კანონის ამოქმედება გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე” – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება.
“კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ,” – წერს ბორელი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის