„ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ“ - ბორელი
ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება.
„კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ს მომავლის მიმართ,“ - წერს ბორელი X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.