ირაკლი ნადირაძე – თუ აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს

თუ აქამდე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი! – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი.
„ჩვენ ვნახეთ კახა კალაძის მორიგი სამარცხვინო განცხადება და თუ აქამდე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღიად ლანძღავდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, ახლა პირდაპირ კორუფციასა და მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რაც არის უდიდესი სირცხვილი და სკანდალი!
მ, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უნდა შეიგნონ, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი, დიახ ის არ უნდა იჯდეს ციხეში და მათ მოუწევთ მისი გათავისუფლება! ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და რაც შეიძლება სწრაფად, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და არ გადაიდგას კიდევ უკან ნაბიჯები ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ