ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ვიზიტს აპირებს. ვიზიტი 24-25 აპრილსაა დაგეგმილი.
ბრძანების თანახმად, სთან ერთად დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა.
ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის და ეს არ არის მისი ოფიციალური ვიზიტი.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება.
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ოთხდღიანი ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, ქართული ოცნების თავმჯდომარის რანგში იმყოფებოდა.
საქართველოში ვიზიტით გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. უნგრეთის პრემიერი ევროკავშირში ქართული ოცნების მოკავშირეა და საქართველოს მმართველ პარტიას ხშირად აქებს.