რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

აღნიშნულ ინფორმაციას, ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
2022 წელს ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთმა რამდენიმე უკრაინელ და ევროპელ პოლიტიკოსზე დაკავების ორდერი გამოსცა.
ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში “საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტების განადგურებისთვის” რუსეთმა ს პრემიერმინისტრი კაია კალასი, ლიტვის კულტურის მინისტრი და ლატვიის პარლამენტის ყოფილი წევრები ძებნილების სიაში შეიყვანა.
ამას გარდა, რუსეთს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურორის დაკავების ორდერიც აქვს გაცემული, რომელმაც მანამდე ომის დანაშაულების ჩადენის საბაბით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.