ენმ: ხაბეიშვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, ვითხოვთ, დანაშაული გამოიძიონ

ნაციონალური მოძრაობა პარტიის თავმჯდომარის, ს ცემის ფაქტს ეხმაურება.
ენმ აცხადებს, რომ 4 დღის წინ, ხაბეიშვილი სასტიკი და არაჰუმანური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. პარტია ითხოვს, დანაშაული სასწრაფოდ იყოს გამოძიებული.
“უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, ს ჯალათების მიერ ის იყო გატაცებული. რამდენიმე წუთის განმავლობაში მას სასტიკად სცემდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ვიდეოთიც უღებდნენ, სთხოვდნენ საკუთარი თავისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას. საბოლოოდ, ვიხილეთ მისი ვიზუალი – დასახიჩრებული ლევანი და ოთხი დღის თავზე, არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, არავინ არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არავის არ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ჩვენ სასწრაფოდ ვითხოვთ, რომ ეფექტური გამოძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით არის სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომ ასეთი დანაშაულებები იყოს გამოძიებული და არავის არ ჰქონდეს პოლიტიკური იმუნიტეტი, რომ ის თავისუფლად ივლის ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ამოღებულ იქნას ყველა კადრი, საზოგადოებამ ნახოს, ვინ არიან ეს დამნაშავეები… აუცილებლად, სასწრაფოდ, ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს დაკითხული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი წევრი, პეტრე ცისკარიშვილი.
30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს.