ნაცების დროს სად იყავით?! – მოქალაქეების ახალი კამპანია პროპაგანდას დასცინის

ნაცების დროს სად იყავი?! – მეორე დღეა სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების კამპანია მიმდინარეობს. სახელისუფლებო პროპაგანდის პასუხად, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობა ენმ-ს მმართველობის დროს არასრულწლოვანი იყო, 2012 წლამდე გადაღებულ პირად ფოტოებს ავრცელებენ. შეიქმნა არაერთი პოლიტიკური მიმიც.
კამპანიის ავტორი მოქალაქე მარიამ ჯიქიაა, რომელმაც Facebook-ზე თავისი შექმნილი ე.წ. ფრეიმი გააზიარა.
“ეს იდეა ჩემთვის ძალიან კომიკური კითხვიდან დაიბადა, რომელსაც ძალიან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, ჯერ კიდევ 20 ივნისიდან მოყოლებული – სად ვიყავით ნაცების დროს. პასუხიც ხშირ შემთხვევაში ძალიან სასაცილოა – ბაღში ზეიმზე, ან სკოლის პირველი დღე მქონდა. ცხადია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვაქვს ჩვენი შეხედულებები ამ პერიოდთან დაკავშირებით.
აქციების პერიოდში ვნახე ჩემზე ბევრად პატარა ასაკის ადამიანები, რომლებიც საერთოდ დაბადებულებიც არ იყვნენ “ნაცების დროს”, შესაბამისად გადავწყვიტე ფრეიმი ამეწყო, სადაც ყველა შეძლებდა ჩაესვა ფოტო და გვეჩვენებინა სად ვიყავით ამ პერიოდში. მიზანიც რეალურად ეს იყო, კომიკური და ამავდროულად “საყვარელი” ტრენდი – ბავშვობის ფოტოებით დაგვესრულებინა ეს შეკითხვა”. – უთხრა ჯიქიამ ტაბულას.
კამპანიაში სოციალური ქსელების არაერთი მომხმარებელი ჩაერთო. შეიქმნა ე.წ. მიმებიც.
ჩვენ მათგან ყველაზე სასაცილოები აგირჩიეთ:
ნაცებინაცების დროს სად იყავით?!მარიამ ჯიქიასოციალური ქსელებისოციალური ქსელიმიმიმიმებირუსული კანონი