პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ და ორგანიზაციამ არ დაგმო ეროვნულ ინსტიტუტებზე ძალადობა

პარლამენტის თავმჯდომარის, ს მტკიცებით, საელჩოებმა და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა “ეროვნულ ინსტიტუტებზე ძალადობა არ დაგმეს”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს “მშვიდობიანი” უწოდა.
სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს. ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა”, – წერს პაპუაშვილი.
30 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბია – გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. პოლიციამ იძალადა მოქალაქეებზე. -ს ცნობით, აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს.