ირაკლი კობახიძე – ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ შეიკრიბონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მ განუცხადა.
კობახიძის თქმით, ელის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მისი მეორე მოსმენით განხილვის დროსაც გაიმართება.
“ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან. ეს მათი უფლებაა – როგორც და სადაც უნდათ შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველოდებით.
გუშინ 350 ადამიანი იყო შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა პარტაქტივი იყო.. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, რაც მათი უფლებაა. ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს ველით – სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.