ირაკლი კობახიძე – ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ

ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკო-ს როგორმე დისკრედიტირება, ეს არ გამოუვათ, რადგან ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ცესკო წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, რის გამოც, ოპოზიციას მისი დისკრედიტირების საფუძველი არ აქვს.
„იციან, რომ ბოლომდე აგებენ ამ არჩევნებს, უფრო მეტიც, პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ასეთ პირობებში, მთელი მათი აქტივობები დისკრედიტაციისკენაა მიმართული, მეტი ხელმოსაჭიდი არაფერი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ იმისათვის, რომ ცესკო-ს დისკრედიტაცია მოახდინონ. გახსოვთ, რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი მოახერხეს, რადგან გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ეს ყველაფერი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააყალბა რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ