ირაკლი ბერაია – კონკრეტული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ – მათ ვურჩევდი, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და სანქციებით ნუ შეგვაშინებენ!

სამწუხაროა იმ ფაქტის ყურება, როცა კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე საუბრობენ, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ ზონდერებს დაემსგავსნენ! – ევროპარლამენტარებს ვურჩევდი, საქართველოს ისტორიას, ქართველი ხალხის ხასიათს გაეცნონ და რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ! – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო.
ბერაიას თქმით, “არც ერთი მტკიცებულება არ მოჰყავთ, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული ან ცუდი“.
“არც ერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამის ფონზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ – თუ გამჭვირვალობა არის რუსული, მაშინ რა არის ევროპული და დასავლური ღირებულება?“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ