ილია თოფურია: ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდანაც გავალთ

UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული იყო და გადამწყვეტი პენალტის სურათები გამოაქვეყნა:
“ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”.
თოფურიამ ლუქსემბურგთან პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ “დინამო არენაზე” საჩემპიონო ქამარი წარადგინა და განაცხადა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.