ზურიკოს “ბორდო” სტუმრად “ლავალთან” 0:1 დამარცხდა

ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ბორდო“ გასვლაზე „ლავალთან“ 0:1 დამარცხდა, რომელსაც ბოლო 3 მატჩი დიდი ანგარიშით ჰქონდა წაგებული.
სტუმრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ზურიკო დავითაშვილი აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჟან ვიპოტნიკი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარე მამადუ სამასამ მოიგერია. შემდეგ კი კონტრშეტევაზე პაბლო პაგისმა მასპინძლები დააწინაურა. 74-ე წუთზე გაეტან ვაისბეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ჟირონდელები კაცნაკლულები დარჩნენ და მარცხი განიცადეს.
დავითაშვილის თამაში Sofascore-მ 6.8 ქულით შეაფასა, ხოლო Flashscore-მ 6.6-ით.
„ბორდო“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა და
3 მარტს „აიაჩოს“ უმასპინძლებს.
ლავალი – ბორდო 1:0
გოლი: პაგისი (61)
გაძევება: ვაისბეკი (74, ბორდო)

ასევე დაგაინტერესებთ