კვირკველიამ საუდის არაბეთში გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა [VIDEO]

ს ჩემპიონატის 29-ე ტურში „ალ ახდუდის“ მცველმა საბა კვირკველიამ „აბჰასთან“ მოგებულ მატჩში (4:0) მეტოქის კარი დალაშქრა.
კვირკველია 23-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა, 53-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან ტურნირზე ჩატარებულ 29-ე შეხვედრაში პირველად გაიტანა გოლი.
„ალ ახდუდმა“ ამ მოგების შედეგად გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 27 ქულით მე-15 ადგილზეა და 2 მაისს სტუმრად „ალ ჰაზმს“ დაუპირისპირდება.
ალ ახდუდი – აბჰა 4:0
გოლები: 1:0 კვირკველია (40), 2:0 ალ ზუბაიდი (47), 3:0 პედროზა (74),
4:0 ალ ჰატილა (90+3)

ასევე დაგაინტერესებთ