ჩემპიონმა “გაგრასთან” წააგო, “დილა” კი “სამგურალთან” მარცხს გადაურჩა

ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური ორი მატჩით დასრულდა.
ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “გაგრამ” მათე ვაწაძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოულოდნელად სტუმრად 1:0 სძლია ს “დინამოს”. აჭარული გუნდი 23 ქულით მესამე ადგილზეა, “გაგრა” კი 7 ქულით ბოლოსწინა, მეცხრეზე.
“დილა” საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა “სამგურალთან”, თან პირველი ტაიმის დასასრულს ნახევარმცველ ანტონიო ლოპესის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა კიფონ ლაიდსმანმა 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. გორული კლუბი 24 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო წყალტუბოური 9 ქულით მერვეზე.
დინამო (ბთ) – გაგრა 0:1
გოლი: ვაწაძე (90)
დილა – სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 კარლოსი (19), 1:1 ლაიდსმანი (89)
გაძევება: ლოპესი (45+5, დილა)