იგორ დოდონი მოლდოვაში არჩევნებზე: ჩარევა დასავლეთიდან მოდის – ნათელია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტის, „პატრიოტული საარჩევნო ბლოკის“ წევრის, იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე არჩევნები არის დღე, როდესაც „ხალხს კი არ ეშინია ვინმესი, არამედ სხვებს ეშინიათ ხალხის“.

დოდონმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვას არჩევნებში მასიურად ერევა და აღნიშნა, რომ „ჩარევა დასავლეთიდან მოდის“.

„ვნახეთ ეს ჩარევა სხვადასხვა ფონდების, სოროსის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ხალხს აშინებდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია, ჩვენ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვართ“, – განუცხადა დოდონმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მი­მარ­თავს პრო­ვო­კა­ცი­ას, გა­მო­ი­ჩენს ელე­მენ­ტა­რულ ადა­მი­ა­ნო­ბას და მა­მას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან შვი­ლის და­სა­ტი­რად ბრუნ­დე­ბა, სა­ზღვარ­ზე შე­მო­უშ­ვებს ყო­ველ­გვა­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა თუ ექ­სცე­სე­ბის გარე”