იაგო ხვიჩია „ვეტინგის“ სისტემაზე – „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია – მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა

„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ზოგადად, ისეთ „გამოსავლებს“ ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია – მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, მ „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თემით, “ვეტინგის“ სისტემის შემოღება შინაარსობრივადაც სისულელეა.
“მე ზოგადად, მივესალმები ს მიდგომას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ არ ერევა ძალოვანი უწყებებისა და სასამართლოს დაკომპლექტებაში. მე მგონია, რომ “ნაცმოძრაობის” ზოგიერთ წევრს ენა წინ გაურბის და ზოგადად ისეთ გამოსავლებს ლაპარაკობს, რომლის არც ახსნა და არც დასაბუთება არ შეუძლია. შინაარსობრივადაც სისულელეა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში არსებობს ეს. სისულელეა, იმიტომ რომ ხალხს უთხრა ახლა “ქოცები” არ დანიშნავენ მოსამართლეებს და აწი ჩვენ დავნიშნავთ, მე მგონი, შვება არავისთვის არაა, მით უმეტეს, როცა ამას “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მეგობარი ოპოზიციონერები ამბობენ. მიზანი არ ვიცი რა არის, მაგრამ მიზეზი არის უფანტაზიობა და უპრინციპობა. უფანტაზიობა იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და უპრინციპობა იმიტომ, რომ სხვა რამეს მოაწერეს ხელი ჩვენთან და ახლა სხვა რამეს უწევენ პოპულარიზაციას,” – აცხადებს ხვიჩია.
მან, ასევე, ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგან მის პარტიას მოწვევა არ მიუღია.
“ჩვენ შეთავაზება ჯერჯერობით არ მოგვიღია. მოგეხსნებათ, ბოლო პერიოდში ჩვენ პრეზიდენტის კრიტიკოსები ვართ და არ ვუყვარვართ. აქედან გამომდინარე, არც მაინცდამაინც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მოგვიწვევენ, თუმცა რასაკვირველია, მონაწილეობას მივიღებთ,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ