თორნიკე ბერაძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლა

თორნიკე ბერაძე, რომელიც 1 დეკემბრის ღამეს მეგობართან და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სიტყვიერი შენიშვნით გაათავისუფლა. თორნიკე ბერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ან მათ შეურაცხყოფას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე შსს-ს პოლიციელების ახსნა-განმარტების გარდა, გამტკიცებულები არ წარმოუდგენია.
უწყების მიერ მოწმედ წარმოდგენილ პოლიციელს, მინდია მამსირაშვილს არ ახსოვდა დაკავების ზუსტი ადგილი. “თორნიკე აქტიურობდა ძალიან”,- თქვა მან. თუმცა, ვერც ის გაიხსენა, კონკრეტულად, რას აკეთებდა თორნიკე ბერაძე დაკავებამდე და რაში გამოიხატებოდა აქტიურობა.
ადვოკატის თქმით, თორნიკეს სასტიკად ცემის ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
“სამართალდარღვევა თორნიკემ კი არ განახორციელა, მის მიმართ განახორციელეს და ამაზე მიდის უკვე პროცესი”, – თქვა კახა წერეთელმა.
თორნიკეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირველი დეკემბრის ღამეს სცემეს. ის ღუდუშაურის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით მოათავსეს.
“გავედით თუ არა ზუბალაშვილებზე, მანამდე არაფერი ჩანდა და უცებ შემოგვეხვივნენ 100-მდე ნიღბიანი. ეს ადამიანები არ იყვნენ იდენტიფიცირებადი”, – ამბობს რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც თორნიკეს ძმაა და სასამართლოზე მოწმის სახით იყო გამოძახებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!