თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე – საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი

საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი, – ასე აფასებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი , ოპოზიციონერი დეპუტატის, ს მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან „რუსის ჯარს გამოექცა“ და საქართველოში “შემოიძურწა'.
“ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.
ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.
ისე, ში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი”, – წერს თეა წულუკიანი, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ