თამარ კორძაია ელისაშვილ-მდინარაძის დაპირისპირებაზე – ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას!

პირველ რიგში, ვწუხვარ, რაც მოხდა იმის გამო, ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, ნამდვილად! არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას! – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის განახლებისას განაცხადა, რითიც ს მხრიდან სთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.
მის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებს ამ კომენტარის მიღება არ სჭირდებათ.
„ჩვენ არ გვჭირდება, ქალბატონო თამარ, თქვენგან ამის მიღება, შეგიძლიათ საზოგადოებას უთხრათ!“- განაცხადა ოხანაშვილმა.
კორძაია სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რომლებმაც მას ფაქტის შეფასებისას სიტყვა გააწყვეტინეს.
„ჩემზე თავდასხმა ობიექტურია თქვენგან, ვინმესგან? თუ საკუთარ სახეს ავლენთ ყველა აქ? სახეს ავლენთ, ნამდვილად, იმიტომ, რომ ვამბობ, რომ მიუღებელი იყო, რაც მოხდა ამ დარბაზში“,- განაცხადა კორძაიამ.