ზურაბიშვილი ოცნებას: ეროვნული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ

თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ უნდა ვიხმარო, რუსული კანონის ინიციირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ ეს არ გაგაჩნიათ – არც ეროვნული და არც ევროპული. და დღეს ეს ორი ცნება, ევროპული და ეროვნული ერთადაა, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას.