აფხაზავას თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილე პირი მის სახლში მივიდა

ტვ პირველის ინფორმაციით, მაშინ, როცა ლადო აფხაზავასთან გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, აფხაზავას ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან სახლში მივიდა.
“მოძალადეები მოდიან ჩემთან სახლში და ითხოვენ, რომ მე დამიჭირონ. ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში, რატომ?!” – მიმართა სავარაუდო თავდამსხმელს აფზახავამ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს.
ტაბულას ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აფხაზავას შვილსაც. შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა.