“მოძალადეები მოდიან ჩემთან, სახლში” – აფხაზავა სავარაუდო თავდამსხმელზე

ტვ პირველის ინფორმაციით, მაშინ, როცა ლადო აფხაზავასთან გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან სახლში მივიდა.
“მოძალადეები მოდიან ჩემთან სახლში და ითხოვენ, რომ მე დამიჭირონ. ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში, რატომ?!” – მიმართა სავარაუდო თავდამსხმელს აფხაზავამ.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს გუშინ, 5 მაისს დაესხნენ და სცემეს.
შემთხვევა ლანჩხუთში, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. -მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.