ოკუპანტებმა რამაზ ბეღელური გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამაზ ბეღელური გაიტაცეს. ის ოკუპანტების პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება და მედიკამენტების გარეშე ვერ გაძლებს.
ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.
რამაზ ბეღელური 2021 წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. ის ამავე სოფლის მკვიდრია. ბეღელური ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს.
რამაზ ბეღელურის დედა შვილის გათავისუფლების შემდეგ აცხადებდა, რომ უკანონო პატიმრობისას ბეღელურს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ