ჯეფრისი: პუტინი საქართველოში შეიჭრა, მაგრამ არ გაჩერებულა, ის არც უკრაინაში გაჩერდება

“დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ პუტინმა ში წარმატებას მიაღწიოს” – ამის შესახებ დემოკრატების ლიდერმა კონგრესში, ჰაკიმ ჯეფრისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა საქართველოს მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ არც საქართველოში გაჩერდა და არც უკრაინაში არ გაჩერდება.
“შეგვიძლია გავაჩეროთ პუტინი უკრაინაში ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით ან დავდგეთ რთული სიტუაციის წინაშე, სადაც გადაუვლის უკრაინას და შემდეგ დაემუქრება NATO-ს მოკავშირეებს. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება.
ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა, ამბობდნენ, რომ მხოლოდ საქართველო იქნებოდა, მაგრამ ის არ გაჩერებულა საქართველოში. შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ გულისხმობდა, რადგან მთელს უკრაინაში შეიჭრა. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი უწყვეტი აგრესიის ფონზე, ის არ გაჩერდება უკრაინაში. მოდით, ნუ დავუჯერებთ პუტინის სიტყვებს, დავუჯეროთ მის საქციელს. მისი საქციელი კი გვაჩვენებს, რომ სურს, ხელახლა შექმნას საბჭოთა კავშირი”, – ამბობს ჯეფრისი.