ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი კრემლზე დარტყმების მიტანაზე: სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია

ზელენსკი კრემლზე დარტყმების მიტანაზე: სამწუხაროა, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის სამწუხაროა, რომ კრემლზე შეტევა არ შეუძლია. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიაში, საერთაშორისო ფორუმ „ამბროზეტიზე“ გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მაგალითად იტალიას, ან სხვა რომელიმე ქვეყანას ეშინია, რომ კრემლს დავარტყამთ, ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. შორი დისტანციის იარაღი, რომელიც თქვენ და თქვენს პარტნიორებს გაქვთ, დაახლოებით 200 კილომეტრის დისტანციაზე ისვრის. მაშასადამე, თქვენმა მწარმოებლებმა უნდა სცადონ, რომ დისტანცია გაზარდონ. ალბათ გესმით, რომ ვხუმრობ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკიმ აქვე დასძინა, რომ სინამდვილეში, ეს სერიოზული საკითხია, რადგან რუსეთი ყოველდღიურად, 4 ათასზე ბომბს იყენებს უკრაინის ტერიტორიებზე შეტევებისთვის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.