ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ლინდსი გრემთან შეხვედრისას უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხები განიხილა.
„მე ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია და ჩვენი არმიის პრიორიტეტული საჭიროებები გავაცანი. პარტნიორების მხრიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელ სენატორთან უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ს წინააღმდეგ სანქციების ზეწოლის გაძლიერებისა და რუსული გაყინული აქტივების ს საჭიროებებისთვის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.
სენატორმა გრემმა განაცხადა, რომ მას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სურს.
„მე ბაიდენის ადმინისტრაციას ვთხოვ, რომ -ის კანონმდებლობით რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ