ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინის დამარცხება დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

პუტინმა უნდა წააგოს – და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო „კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის“.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ შორს მსროლელები, რათა დავამარცხოთ პუტინი და არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიმტკიცესთან დაკავშირებული ეჭვი ამ შეშლილს ეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრა გამართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.
“გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კონკრეტული საუბარი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ერთობლივ პოლიტიკურ შედეგებზე, რომელიც უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ