ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ვინმეს ავეფარები, მე თვალები მაინც არ დამეწვება… და ორივე კვდება სიცილით…” – ამბები აქციიდან

,, ვინმეს ავეფარები, მე თვალები მაინც არ დამეწვება… და ორივე კვდება სიცილით…” – ამბები აქციიდან

აქციია მონაწილე მარიკა პიტიურიშვილი:
,,ისე მჭიდროდ ვდგავართ ერთმანეთთან, ყველას საუბარი მესმის. ჩემ წინ ხელკავით მიდის წყვილი. ზურგიდან ვატყობ, საშუალო ასაკის იქნებიან. კაცი ეკითხება:
-ჩვენ წინ ბევრი ხალხია?
-კი, ბლომად.
– ხო, წინ დავდგეთ, რა იცი, როდის დაიწყებენ…
-თუ დაიწყეს, ჩვენ რა შეგვიძლია?
-ვინმეს ავეფარები, მე თვალები მაინც არ დამეწვება… და ორივე კვდება სიცილით…
გადავასწარი, შევხედე… კაცი უსინათლო იყო, ხელში ჯოხი ეჭირა და კაკუნით მიდიოდა, რომ წინმავალს არ დასჯახებოდა!
მიყვარხარ, ერო!”
ფოტო Ezz Gaber

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.