ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა “ჯვაროსნების” ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე კომენტარი Metaratings-თან გააკეთა:
“რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! კარგმა მწვრთნელმა ჩემს შემდეგ მაღალი დონის სამუშაო ჩაატარა. ბოლო 10 წელიწადში წარმოუდგენელ გულშემატკივრებთან ერთად საქართველოში ფეხბურთი განვითარდა. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავი მეკარე და კარგი გუნდი.
სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ შევძელით და მიხარია, რომ ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად გახარებული ვარ”.