ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ოლიმპიური ზავის“ იმედი აქვს

საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარიზის ოლიმპიადის დროს, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში „ოლიმპიური ზავის“ მიღწევა შესაძლებელი გახდება.
„ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ოლიმპიური ზავის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელშიც, ვეცდები, რომ ბევრი ჩვენი პარტნიორი ჩაერთოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, დახმარებას სთხოვს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელიც რამდენიმე კვირაში პარიზს ეწვევა.
“ჩინეთის პრეზიდენტი რამდენიმე კვირაში პარიზში ჩამოვა და მე მას ვთხოვ, რომ დამეხმაროს. ეს არის მშვიდობის დიპლომატიური მომენტი“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ