ევროპული საბჭო – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირი დააჩქარებს ყველა საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომიდან ორი წლისა და სა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ათი წლის შემდეგ, ევროპული საბჭო კიდევ უფრო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
„ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინისა და მისი ხალხის უზრუნველყოფა ყველა საჭირო პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ევროპული საბჭო იწვევს მოკავშირეებს და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, შეუერთდნენ ამ მცდელობას. ს სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები. ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირი და წევრი ქვეყნები დააჩქარებენ და გააძლიერებენ ყველა საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას. ევროპული საბჭო მიესალმება ამ კუთხით ყველა ბოლოდროინდელ ინიციატივას, მათ შორის ჩეხეთის მიერ წამოწყებულს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სასწრაფო შესყიდვის მიზნით, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, სწრაფად შეასრულოს ვალდებულება უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო აცხადებს, რომ რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ მიმართვის შესახებ მომდევნო კონკრეტული ნაბიჯებთან დაკავშირებით პროგრესი განიხილეს, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის დაფინანსების შესაძლებლობის ჩათვლით.
„ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, რათა გააგრძელოს მუშაობა უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისიის ბოლო წინადადებებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპული საბჭო მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის მიღებას.
„იგი ითხოვს შემდგომი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის სანქციების გაძლიერებით, იმისთვის, რომ შესუსტდეს რუსეთის შესაძლებლობები გააგრძელოს აგრესიული ომი. აუცილებელია სანქციების სრული და ეფექტური განხორციელება. ევროპული საბჭო ითხოვს, რომ საბჭომ და კომისიამ გააუმჯობესონ ინფორმაციის გაცვლა, გააძლიერონ ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ქმედებები მესამე ქვეყნებთან, რათა დახურონ სანქციებიდან თავის დაძვრენის ყველა საშუალება როგორც კავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს მოიცავს მესამე ქვეყნების მეშვეობით სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ევროპული საბჭო მოუწოდებს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას მოამზადონ დამატებითი სანქციები ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ