შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. დღეს, 10:00 საათზე ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამართავს.
მინისტრის მოადგილე განცხადებას პარლამენტთან წუხელ განვითარებულ მოვლენებზე გააკეთებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები პოლიციამ დაშალა. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.