აშშ-ის სანქციების კოორდინატორი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ წერს, რომ “მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ქართველ დეპუტატებთან”.
“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე ჩვენს ძლიერ შეშფოთებაზე კრემლის მიერ ინსპირირებულ “უცხოური გამჭვირვალობის” კანოონპროექტზე და მის ნეგატიურ გავლენაზე ევროინტეგრაციის გზაზე”, – წერს ჯიმ ო'ბრაიენი ტვიტერზე.
Important conversation with Georgian MPs about our bilateral relationship, including our strong concerns over the draft Kremlin-inspired “foreign influence” law and its negative impact on Georgia's European aspirations. — Assistant Secretary Jim O'Brien (@StateEUR) April 30, 2024

30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანოონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

ასევე დაგაინტერესებთ