მსხვერპლი მოჰყვა ოდესაზე რუსეთის მორიგ სარაკეტო შეტევას

წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე ს მორიგი სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, დაზიანებულია სახლები.
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა იყო 29 აპრილსაც. დაიღუპა 5 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ