ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერ მინისტრ სთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორაციით, ბლინკენი თავდაპირველად პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს თელ-ავივში შეხვდება, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს იერუსალიმში.
ამერიკელი დიპლომატი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის. ბლინკენი, მოგვანებით, თელ-ავივში ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდება.
ცნობისთვის, ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი იორსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა.