დმიტრო კულება – საკმარისი რაოდენობის Patriot-ები რომ გვქონოდა, მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგურს არ დავკარგავდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, Patriot-ის თავდაცვის სისტემების არასაკმარისმა მიწოდებამ რუსებს შესაძლებლობა მისცა, კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური გაენადგურებინათ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კულებამ -ს სამთავრობო კონსულტაციების ფარგლებში განაცხადა.
კითხვაზე, განიხილა თუ არა ევროპელ კოლეგებთან ერთად რუსების მიერ ტრიპოლის თბოელექტროსადგურის განადგურების საკითხი, კულებამ უპასუხა:
„ამ თემას ვაყენებთ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი თემაა – მოგვეცით Patriot-ები. Patriot-ები რომ გვქონოდა, ჩვენ დღეს ამ ყველაფერს არ დავკარგავდით“, – აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრებს უკრაინული მხარე უცხოელ პარტნიორებთან – „საჰაერო თავდაცვის მიწოდების მაქსიმალური დაჩქარება“.
შეგახსენებთ, გუშინ „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ ს სარაკეტო იერიშის შედეგად ს მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ